qobuleTis municipaliteti  
  

 

 

qalaqi qobuleTi
ქალაქი და კურორტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე,  ზღვის დონიდან 10 მ, ბათუმიდან 32 კმ, თბილისიდან 329 კმ.

istoria

XIII საუკუნემდე ქობულეთი ეკუთვნოდა ქობულიძეების საგვარეულოს. აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდება. ქობულეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროში ტყვეთა ყველაზე დიდი ბაზრობის ადგილს. აქ ტყვეთა შესასყიდად რიზედან, გონიოდან და ტრაპიზონიდან მოდიოდნენ თურქი ვაჭრები. ქობულეთის ბაზარი ისე ცნობილი იყო, რომ იქ არა მხოლოდ გურია-სამეგრელოდან, არამედ აფხაზეთიდან და ქართლ-კახეთიდანაც მიჰყავდათ ტყვეები. დონ ქრისტოფორო დე კასტელი წერს:

„ქობულეთი. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინეპოლისაკენქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია! აქ შვილი მამას და დედას ყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს. ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიის პროვინციაში: მატუტა ჩესნერია დედას ყიდის. ჩვენებმა მას კითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.“

XVII საუკუნის შუა წლებში ქობულეთი და მისი შემოგარენი გურიელებმა უბოძეს თავდგირიძეებს, რომლებიც მას XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ფლობდნენ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ ქვემო გურია და ქობულეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ოსმალეთის ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი ჩურუქ-სუ (Çürüksu). შეიქმნა ჩურუქ-სუს კაზა, რომელიც ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა.

1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. ამ დროს ქალაქი წარმოადგენდა მხოლოდ სამხედრო ბანაკს რამდენიმე ქუჩით და დუქნებით. იდგა თავდგირიძეების რამდენიმე დიდი სახლი და თავდაცვითი სიმაგრე. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქს საზღვრავდა მდინარე აჭყვა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთი იქცა ელიტურ კურორტად. ზღვისპირა ზოლი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს განკარგულებით გადაეცა საუკეთესო მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსულ-თურქული კამპანიის დროს. მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით. ქობულეთის გამაჯანსაღებელმა კლიმატმა სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე, სადაც ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის გამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებენ ქობულეთს, როგორც „სმეკალოვკას“ (ასე ერქვა რუსული დიდგვაროვნების დასახლებას). ისინი იშველიებენ ექიმ პრეობრაჟენსკის და პროფესორ შერბაკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემაზე და სასუნთქ ორგანოებზე. 1890-იან წლებში ქობულეთს იყენებდა ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა სარეკრეაციო და სამკურნალო დანიშნულებით ზღვაზე საბანაოდ. 1886 წელს ქობულეთში გაიხსნა სასწავლებელი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატების აგარაკები წითელი კომისრების მფლობელობაში გადავიდა. 1923 წელს ქობულეთმა მიიღო კურორტის სტატუსი. 1944 წელს კი ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882 504    
1908 440    
1926 1 904    
1939 6 133    
1959 12 598    
1970 18 051    
1979 18 283    
1989 20 637    
2002 18 556    
2014 16 546    
2024 17 372    

ekonomika

ქობულეთში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-2. ქალაქში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ბამბის საქსოვი ფაბრიკა, საკონსერვო და ტუნგის ქარხნები, მეღორეობის ფერმა.

ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია, 3 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო. ქალაქში გამოვლენილია სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 140 000 ლ/დ.

turizmi

ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი  ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,4 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,8 °C, ივლისის 22,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -16 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექები 2510 მმ წელიწადში.

სამკურნალო ფაქტორებია: ზღვის ჰავა, ზღვაში ბანაობა, ქვიშიანი პლაჟი. სამედიცინო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, სისხლნაკლებობა, რაქიტი.

ქობულეთი საბჭოთა კავშირში საკავშირო მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა, რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.

cnobili adamianebi

ქალაქში დაიბადნენ:

2007 წლიდან დაწესდა „საპატიო ქობულეთელის“ წოდების მინიჭება. წოდება მიენიჭებათ იმ პიროვნებებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის (კუთხის) სხვადასხვა სფეროების (მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა. შ.) განვითარებაში. 2007 წელს აღნიშნული ტიტული მიენიჭა ნინო ჯავახიშვილს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს.

daZmobilebuli qalaqebi

 

qobuleTis - foto galerea

რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°48`40″ ჩ. გ. 41°46`31″ ა. გ.
ფართობი 15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მ
მოსახლეობა 16 546 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1103 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,3 %
სომხები 2,6 %
რუსები 1,7 %
ბოშები 0,8 %
ბერძნები 0,5 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა
 
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 426
საფოსტო ინდექსი
6200
ოფიციალური საიტი https://kobuleti.gov.ge/


 

ქობულეთის გერბი ქობულეთის დროშა

 

RirSesaniSnaobebi